დღეს გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, სსსმ მოსწავლეები როგორ ჩავრთოთ პროექტში, არაქართულენოვანი მოსწავლეებს რა ტიპის დავალებები მივცეთ პროექტში ჩართულობის მიზნით და ნიჭიერ მოსწავლეებს რა ფუნქციები დავაკისროთ. ამრიგად, მომეცა საშუალება, ჩემი ცოდნა უფრო გამეღრმავებინა ამ მიმართულებით. ამიტომ ვთვლი, დღევანდელმა დღემ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა ჩემთვის.