Posts

Showing posts from March, 2019

მეოთხე დღე

დღეს ტრენინგზე ვიმუშავეთ სასწავლო მიზნებზე. ასევე ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებზე. სანამ ტრენერი  გაგვაცნობდა ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს, მანამდე  ჩვენ თვითონ ტრენინგის   მონაწილეებმა გამოვხატეთ საკუთარი აზრი. ამის შემდეგ დაგვავალა ტრენერმა  დაგვეწერა პროექტის თემასთან დაკავშირებული ათი შეკითხვა. დავწერე ეს კითხვებიც და გავაცანი აუდიტორიას. როგორც წინა დღეებმა ისე დღევანდელმა დღემაც ჩაიარა ჩემთვის წარმატებით, რადგან გავეცანი ბევრ სიახლეს. 

მესამე დღე

განვიხილეთ წინა ორი დღის გავლილი მასალა. პედაგოგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. კმაყოფილი ვარ ტრენინგის, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემთვის საინტერსო და მისაღებ საკითხებზე იყო საუბარი. 

მეორე დღე

რეფლექსია   მე ზვიად ყალიჩავა ვესწრები ინტელის ტრენინგს. ტრენინგზე მოწოდებული ინფორმაცია ჩემთვის ინფორმატიულია და სასარგებლოც. რადგან ამ ტრენინგის ფარგლებში გათვალისწინებულია გავეცნოთ პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას. როგორ დავწეროთ მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო პროექტები. მნიშვნელოვანია, ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში მოვახდინოთ პრობელმათა იდენტიფიკაცია და ამის შემდეგ ვიფიქროთ გადაჭრის გზებზე. ვფიქრობ, ჩემს ცოდნას ,,პროექტებით სწავლებაში" უფრო გავიღრმავებ და დავნერგავ სასწვლო პრაქტიკაში.